დღის ბოლოს ამინდი გაუარესდება
6 ივლისის დღის ბოლოდან 7 ივლისის
დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე
წვიმა
და ელჭექი, ზოგან ძლიერი,
შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს
ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია
წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
(საფრთხის დონე საშუალო).