როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში 2 ივლისამდე
29-30 ივნისს და 1 ივლისს
საქართველოში მოსალოდნელი ამინდი.
2 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29 ივნისს დღე
უნალექოდ ჩაივლის, ხოლო 30 ივნისს და 1 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე
წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი
იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+25, +27 გრადუსი იქნება.
საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი,
გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან
შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+19, +21 გრადუსი იქნება.