გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით სამცხე-ჯავახეთიში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 18 ივნისს, დღის მეორე ნახევარში კახეთის,
მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ზოგან
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და
ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე
შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს