14 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 12 მაისიდან - 14 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4
ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთაში ზოგან თოვლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია
წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე
წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს.