ტემპერატურის მატება გაგრძელდება
მეტეოროლოგები საზოგადოებას
ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით აფრთხილებენ.
„ტემპერატურის მატება გაგრძელდება! - მეტეოროლოგიური
შეფასებების მიხედვით, ჰაერის ტემპერატურა, რომელიც სეზონურ ნორმებს
აღემატება ჩვენს ქვეყანაში, მატულობს და ხვალ მიაღწევს მაქსიმალურ
ზღვარს. ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში სეზონურ ნორმას 3-5
გრადუსით გადააჭარბებს, ხოლო სანაპირო ზოლსა და დასავლეთის დაბლობზე
8-10 გრადუსით მაღალი იქნება."
- წერს კობა ფარტენაძე.
როგორც ვხედავთ ტემპერატურის მკვეთრი მომატება ძირითადად დასავლეთ
საქართველოს ეხება.
ასევე ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს - მთიან და მაღალმთიან
ზონაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით:
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 25 აპრილს უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი
დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 25 აპრილს უნალექო
ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი
დაფიქსირდება.