16 აპრილიდან ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს
16 აპრილიდან საქართველოში
მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება. ამის
შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): თბილი და უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე
მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს“
თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.