როგორი ამინდი იქნება 16 თებერვალს
15-17 თებერვალს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 15-16 თებერვალს ზოგან
გაწვიმდება, ხოლო 17 თებერვალს შესაძლოა თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის
ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +10, +12 გრადუსი იქნება, ხოლო 17
თებერვალს +6, +8 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +3, +5
გრადუსი დაფიქსირდება.
ქ. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 15-16
თებერვალს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +5, +7
გრადუსამდე დაიკლებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით
წვიმაა მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსი
დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი,
მარტვილი, ოზურგეთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი ჰაერის
ტემპერატურა +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან
მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):
ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +12,
+14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +6, +8 გრადუსამდე
დაიკლებს.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 15-16
თებერვალს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +5, +7
გრადუსამდე დაიკლებს.