ამინდი იცვლება
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით ამინდი იცვლება.
8-11 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
ასეთია:
12 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია
მოსალოდნელი.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16
გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი,
დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი
დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და
უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20
გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი,
მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უმეტესად უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი
დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო):
უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5,
+7 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):
შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა
დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო): შედარებით თბილი და უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი
დაფიქსირდება.