16 იანვრის ამინდის პროგნოზი
15-18 იანვარს საქართველოში
მოსალოდნელი ამინდი
15-16 და 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის
საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს. 17 იანვარს
ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში
+9, +11 გრადუსამდე მოიმატებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15-16 და 18
იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 17 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის
ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი,
მარტვილი, ოზურგეთი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 17
იანვარს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +16
გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი
იქნება, ხოლო 17 იანვარს ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა
დღის საათებში +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16
და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს მოთოვს. ჰაერის
ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):
15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ზოგან
ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +11
გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა
დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო
ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა
დღის საათებში +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი
იქნება, ხოლო 17 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის
საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.