წვიმა, ძლიერი ქარი, თოვა-უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან
26 დეკემბრამდე საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების
გართულებაა
მოსალოდნელი, კერძოდ: წვიმა - ზოგან
ძლიერი, ასევე, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი,
ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე
შტორმი.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის
გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია
შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა
დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების
მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ჩასასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს.