საქართველოში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 26 დეკემბრამდე
საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი,
კერძოდ:
წვიმა - ზოგან ძლიერი, ასევე, ძლიერი
ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და
ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის
გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია
შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა
დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების
მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ჩასასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს.