წვიმა, თოვა, ქარბუქი - სად როგორი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 17 დეკემბრის დილიდან 18 დეკემბრის დილამდე დასავლეთ
საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან ზონებში ძლიერი
თოვა და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი, დედაქალაქის გარეუბნებში დღის მეორე
ნახევრიდან შესაძლებელია ქარის გაძლიერება 28 - 30 მ/წმ-დე.
სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს
მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება,
გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება
გამოიწვიოს. მთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის,
ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების
ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის
მოძრაობა.