ხვალიდან თოვლია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 6 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 7 დეკემბრის დილამდე
აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია
ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.
უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ
მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის
მოძრაობა.