გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, დღეიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა,
მაღალმთიან რეგიონებში – თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია
თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე
5-6-ბალიანი შტორმი.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე
შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო
გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში
მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროებისა და ხილვადობის გაუარესების
გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია,
შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.