საქართველოში ამინდი გაუარესდება
საქართველოში ამინდი
გაუარესდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე
საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან
ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი.
„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის
დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან
და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების
და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ
მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”, -
ნათქვამია ინფორმაციაში.