26 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
24-27 ნოემბერს საქართველოში
მოსალოდნელი ამინდი:
24 ნოემბერს, საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება
ნალექიანი ამინდი. 25-26 ნოემბერს გამოიდარებს და დათბება, ხოლო 27
ნოემბერს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა
მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების
ძლიერი ქარი.
ქ. თბილისში 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 26
ნოემბერს ჰაერი +17, +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო 27 ნოემბერს
იწვიმებს, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის
მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე
დაიკლებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25-26
ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +20,
+22 გრადუსამდე მოიმატებს. 27 ნოემბერს კვლავ წვიმიანი ამინდია
მოსალოდნელი, იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,
ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი,
მარტვილი, ოზურგეთი): 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება,
ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს. 27 ნოემბერს კვლავ
აცივდება და გაწვიმდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 25-26 ნოემბერს სითბოს ფონზე ცალკეულ
რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, დღის ტემპერატურა
+15, +17 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ცივი და
ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 25-26
ნოემბერს შედარებით სითბოს ფონზე ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული
იქნება ნალექიანი ამინდი, დღის ტემპერატურა +10, +12 გრადუსამდე
მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ცივი და თოვლიანი ამინდია
მოსალოდნელი.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):
25-26 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, დღის ტემპერატურა +17, +19
გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ცივი, ნალექიანი და
ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო): 25-26 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, დღის
ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ
ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური დედოფლისწყარო): 27 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად
უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი
დაფიქსირდება. 27 ნოემბერს აცივდება და გაწვიმდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი
იქნება, ხოლო 27 ნოემბერს ძლიერი თოვა და ქარბუქია
მოსალოდნელი.