საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
9 ოქტომბერს დღისით, 10 ოქტომბრის
ღამის საათებამდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი
წვიმა,
დროგამოშვებით ძალიან ძლიერი,
მაღალმთიან ზონაში თოვლი.
9 ოქტომბრიდან, 10 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი,
დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული
ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე
შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და
გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.