საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 2 ოქტომბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე
ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26,
+28 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი,
მარტვილი, ოზურგეთი): 29-30 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი
იქნება, ხოლო 1 ოქტომბერს დღის ბოლოს ზოგან იწვიმებს. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი
დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23,
+25 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):
ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +25, +27 გრადუსია მოსალოდნელი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო,): 29-30 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი
იქნება, ხოლო 1 ოქტომბერს დღის ბოლოს ზოგან იწვიმებს, შესაძლოა
სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი
დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი
დაფიქსირდება.