28 სექტემბრის ამინდის პროგნოზი
27-28 სექტემბერს საქართველოში თბილი
და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს
დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსამდე
მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს
მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური):
27-28 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 29 სექტემბერს კი
ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი
დაფიქსირდება
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში
იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 29 სექტემბერს ზოგან
გაწვიმდება.
ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27-28
სექტემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 29 სექტემბერს
კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+28, +30 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი,
მარტვილი, ოზურგეთი): 27-28 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება. 29
სექტემბერს ზოგან იწვიმებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 27-28 სექტემბერს თბილი და უნალექო
ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი
ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება. 29
სექტემბერს ზოგან იწვიმებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 27-28
სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება, 29 სექტემბერს კი ზოგან იწვიმებს.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):
27-28 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 29 სექტემბერს კი
ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსია
მოსალოდნელი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო,): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური): 27-28 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი
იქნება, 29 სექტემბერს კი ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+22, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27-28 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება,
29 სექტემბერს კი ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20
გრადუსი დაფიქსირდება.