23 აგვისტოს ამინდის პროგნოზი
ბორჯომში დღეს სინოპტიკოსები
უმეტესად მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა
28° გრადუსი იქნება.
ბაკურიანში დღე უნალექოდ ჩაივლის, ტემპერატურა 19° გრადუსს
მიაღწევს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 23 აგვისტოს უმეტესად დღის მეორე
ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მთიან და
მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი,
ელჭექი, სეტყვა და ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია
წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე
წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა
- გააქტიურება გამოიწვიოს.