როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში მომდევნო დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 26 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს
ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი,
ჰაერის ტემპერატურამ კი 27 ივლისს შესაძლოა +37, +39 გრადუსს
მიაღწიოს.
28 ივლისს ისევ გაწვიმდება და აგრილდება.
აღმოსავლეთ საქართველოში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს.
ჰაერის ტემპერატურა +30, + 35 გრადუსი იქნება.
ქ. თბილისში 25-26 ივლისს ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.
28 ივლისს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება.