დღეს სამცხე-ჯავახეთში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 21 ივლისის საღამოსა და 22 ივლისის ღამის საათებში
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ და განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის
რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა
და ძლიერი ქარი.
სინოპტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა აღმოსავლეთ
საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები და
ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.