საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
25 ივლისამდე საქართველოში მაღალი
ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და
ელჭექი.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან
შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28,
+ 33, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +33, + 38 გრადუსი იქნება.
ქ. თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღის საათებში +35, +37 გრადუსი
დაფიქსირდება.