საქართველოში მზიანი ამინდია ნავარაუდევი
15 ივლისამდე საქართველოში
მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
15 - 17 ივლისს დროგამოშვებით
იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს. 16-17
ივლისს დასავლეთ საქართველიში ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.
ქ. თბილისში 12-14 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი
დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება -
ინფორმაციას "გარემოს ეროვნული სააგენტო" ავრცელებს