12 ივლისის ამინდის პროგნოზი
ბორჯომში დღეს სინოპტიკოსები 25°
გრადუსს ვარაუდობენ. დღე უნალექოდ ჩაივლის.
ბაკურიანში მზიანი დღე იქნება. ჰაერი 16° გრადუსამდე გათბება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ივლისის დილამდე
საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი,
აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა.
9-12 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე
3-4 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია
წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.