როდემდე იწვიმებს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 12 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე
წვიმა,
ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ
საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა.
9-12 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე
3-4 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია
წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.