გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 6-7 ივლისს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება
ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა ზოგან +35, +37
გრადუსამდე მოიმატებს. 8-9 ივლისს ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე
დაიკლებს და მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.
აღმოსავლეთ საქართველოში 10 ივლისამდე შენარჩუნებული იქნება მაღალი
ტემპერატურული ფონი (+30, +35 გრადუსი). ზოგან მოსალოდნელია წვიმა
ელჭექით და სეტყვა.
ქ. თბილისში მხოლოდ 7 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში
კი დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი
დაფიქსირდება.