უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
2 ივლისს საქართველოში შენარჩუნებული
იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 3-5 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე
ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ
საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს.
ქ. თბილისში მხოლოდ 4 ივლისს შესაძლოა გაწვიმდეს, დანარჩენ დღეებში
ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში
+32, +34 გრადუსი დაფიქსირდება - ინფორმაციას "გარემოს ეროვნული
სააგენტო" ავრცელებს