როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 29 ივნისიდან 1 ივლისის დილამდე საქართველოში
მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში
ზოგან სეტყვა.
30 ივნისს და 1 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,
ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი.
უწყება აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა
საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო
ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა -
გააქტიურება გამოიწვიოს.