როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდი საქართველოში
16 ივნისამდე საქართველოში სითბოს
ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით,
აღმოსავლეთ საქართველოში
შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და
ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.
15 ივნისს ტემპერატურა დაიკლებს და ზოგან ძლიერად იწვიმებს.
ქ. თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის
საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.