10 ივნისის ამინდის პროგნოზი
ბორჯომში დღეს სინოპტიკოსები
ცვალებად მოღრუბლულობას ვარაუდობენ, ჰაერის
ტემპერატურა 23 ° გრადუსი იქნება.
ბაკურიანში, 15° გრადუსი და ღრუბლიანი ამინდი იქნება.
13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნებული
იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი
იქნება.
ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა
დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.