საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
13 ივნისამდე საქართველოში მაღალი
ტემპერატურის ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან
ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის
ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი
იქნება.
ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა
დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება. ინფორმაციას "გარემოს
ეროვნული სააგენტო" ავრცელებს.