29-30 აპრილს საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,
29-30 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა,
ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი,
სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს
მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება,
პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში
მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში
თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.