როგორი ამინდი იქნება 7 მარტამდე საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 7 მარტამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება
დროგამოშვებით წვიმა,
მაღალმთაში თოვლი, ზოგან
შესაძლებელია ძლიერი.
მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის
ინტერსიურმა დნობამ და შესაძლო თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა
დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის
მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების
ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება
გამოიწვიოს.