საქართველოში თოვლია მოსალოდნელი
6 თებერვლიდან აღმოსავლეთ, ხოლო 7
თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია
ნალექი,
მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა,
ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო
გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის
გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო
შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.