ათი დეკემბრის ამინდის პროგნოზი
ბორჯომში დღეს სინოპტიკოსები
ცვალებად მოღრუბლულობას ვარაუდობენ,
ტემპერატურა დღის განმავლობაში -2°
გრადუსამდე დაეცემა.
ბაკურიანში -5° გრადუსი ყინვა და უნალექო ამინდია ნავარაუდევი.
რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით 13 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი
და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ
რაიონებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს. ზოგან იქროლებს
აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო, მაგრამ
შედარებით ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა
ბარში ღამის საათებში -4, +1, დღისით +5, +10 გრადუსი
დაფიქსირდება.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის
საათებში -1, +1 , ხოლო დღის საათებში +7, +9 გრადუსია
მოსალოდნელი.