როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში
7-8 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში
მოსალოდნელია თბილი,
უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო
9-10 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება ნისლიანი
და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში
+7, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 9-10 ნოემბერს გამოიდარებს,
ღამის საათებში ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო დღისით +15 გრადუსამდე
მოიმატებს.
ქ. თბილისში 7-8 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი იქნება. 9-10 ნოემბერს
გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +3, +5 გრადუსამდე
დაიკლებს, ხოლო დღისით +15 გრადუსამდე მოიმატებს.