ოთხი ნოემბრის ამინდის პროგნოზი
ბორჯომში დღეს წვიმიანი ამინდია
მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 9° გრადუსი იქნება.
ბაკურიანში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. ტემპერაურა 2°
გრადუსსამდე დაეცემა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 4 ნოემბერს დასავლეთ
საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან
რეგიონებში თოვლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს
მდინარეებზე (განსაკუთრებით გურია-აჭარის რეგიონში) წყლის დონეების
მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან
ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს.