საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
4 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში
მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რეგიონებში
თოვლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს
მდინარეებზე (განსაკუთრებით გურია-აჭარის რეგიონში) წყლის დონეების
მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან
ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს.