როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 2 ნოემბრამდე
27-28 ოქტომბერს დასავლეთ
საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ
საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში შესაძლოა თოვლი აღინიშნოს.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3
ბალიანი ღელვა.
29 ოქტომბერს გამოიდარებს და 2 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი
იქნება.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +14, +19
გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
ინფორმაციას "გარემოს ეროვნული სააგენტო" ავრცელებს.