წვიმა, ქარი, შტორმი - როგორი ამინდი გველის მომდევნო დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 20-21 ოქტომბერს, საქართველოში მოსალოდნელია
დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი
ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 21 ოქტომბერს
მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე
წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე
წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.