საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
19 ოქტომბრამდე დასავლეთ
საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი ამინდი. ზოგან იწვიმებს.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობში +18, +23 გრადუსის
ფარგლებში დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოში კი გრილი, ღრუბლიანი, ნისლიანი და
დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის
საათებში ბარში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი.
ინფორმაციას "გარემოს ეროვნული სააგენტო" ავრცელებს.