როგორი ამინდია მოსალოდნელი ბორჯომსა და ბაკურიანში
შაბათს ბორჯომში
სინოპტიკოსები უმეტესად ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ, ტემპერატურა 18°
გრადუსი იქნება.
ბაკურიანშიც დღე ცვალებადი მოღრუბლულობის ფონზე ჩაივლის, დღის მეორე
ნახევარში მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 13° გრადუსი
იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 9 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 11 ოქტომბრის
შუადღემდე დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10
ოქტომბრის შუადღემდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი,
ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე
შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე
წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე
წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.