24 სექტემბრის მინდის პროგნოზი
დღეს, 24 სექტემბერს ბორჯომში
სინოპტიკოსები უმეტესად ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ.
დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია
წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 17° გრადუსი იქნება.
ბაკურიანში ღრუბელიანი დღეა ნავარაუდევი. ტემპერატურა 11° გრადუსი
იქნება.
რაც შეეხება საქართველოს, 26 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი. 24 სექტემბრამდე ჰაერის
ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 24-25
სექტემბერს +17, +22 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 24 სექტემბრამდე შენარჩუნებული იქნება მაღალი
ტემპერატურული ფონი (+25, +30 გრადუსი), ზოგან იწვიმებს. 24-25
სექტემბერს კი შედარებით აგრილდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და
ელჭექი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ქ. თბილისში 24 სექტემბრამდე თბილი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა
დღის საათებში +28, +30 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. საღამოს
საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 24-25 სექტემბერს დედაქალაქშიც
აგრილდება, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა 25 სექტემბერს დღისით +21, +23 გრადუსამდე
დაიკლებს.