საქართვლოში ამინდი უარესდება
22 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის
დილის საათებამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია
დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა,
ქარის გაძლიერება. ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს
(განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს) მდინარეებზე წყლის დონის
მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან
ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა -გააქტიურება
გამოიწვიოს.