22 სექტემბრის ამინდის პროგნოზი
დღეს, 22 სექტემბერს
ბორჯომში სინოპტიკოსები უმეტესად ღრუბლიან ამინდს
ვარაუდობენ.
დღის მეორე ნახევარში
მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 20° გრადუსი
იქნება.
ბაკურიანში ღრუბელიანი დღეა ნავარაუდევი. ტემპერატურა 13° გრადუსი
იქნება.
21 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია
დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი. 24 სექტემბრამდე ჰაერის ტემპერატურა
დღისით +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 24-25 სექტემბერს
+17, +22 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 24 სექტემბრამდე შენარჩუნებული იქნება მაღალი
ტემპერატურული ფონი (+25, +30 გრადუსი), ზოგან იწვიმებს. 24-25
სექტემბერს კი შედარებით აგრილდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და
ელჭექი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ქ. თბილისში 24 სექტემბრამდე თბილი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა
დღის საათებში +28, +30 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. საღამოს
საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 24-25 სექტემბერს დედაქალაქშიც
აგრილდება, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა 25 სექტემბერს დღისით +21, +23 გრადუსამდე
დაიკლებს.