საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
დღეიდან 21 სექტემბრიდან 26
სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა
და ელჭექი.
24 სექტემბრამდე ჰაერის ტემპერატურა
დღისით +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 24-25 სექტემბერს
+17, +22 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 24 სექტემბრამდე შენარჩუნებული იქნება მაღალი
ტემპერატურული ფონი (+25, +30 გრადუსი), ზოგან იწვიმებს. 24-25
სექტემბერს კი შედარებით აგრილდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და
ელჭექი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ქ. თბილისში 24 სექტემბრამდე თბილი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა
დღის საათებში +28, +30 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. საღამოს
საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 24-25 სექტემბერს დედაქალაქშიც
აგრილდება, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა 25 სექტემბერს დღისით +21, +23 გრადუსამდე
დაიკლებს.