მოსალოდნელი წვიმა და შტორმი ზღვისპირა ქალაქებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, დღეს, 18 სექტემბერს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში
ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 36 გრადუსს მიაღწიოს.
გვიან საღამოდან მოსალოდნელია სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი
ქარი.
19 სექტემბერს გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა 8-10 გრადუსით
დაიკლებს.
ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.