29 ივლისის ამინდის პროგნოზი
დღეს 29 ივლისს ბორჯომში მზიანი
ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა 29° გრადუსი იქნება.
ბაკურიანში სინოპტიკოსები ცვალებად
მოღრუბლულობას ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა 21° გრადუსი
იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 აგვისტომდე საქართველოს
ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და
მთაში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34, მთაში +25,
+30, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში +21, +26 გრადუსი
დაფიქსირდება.
ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე
წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34
გრადუსია მოსალოდნელი.