21 ივლისის ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 25 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია
ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის
მიმართულების ქარი. 19-21 ივლისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ
საქართველოს დაბლოობში დღის საათებში +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება,
22 ივლისიდან კი +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ
საქართველოს ბარში 19-20 ივლისს შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება, ხოლო 21 ივლისიდან +26,
+31 გრადუსამდე დაიკლებს.
ბორჯომში სინოპტიკოსები ცვალებად მოღრუბლულობას და წვიმას ვარაუდობენ,
ჰაერის ტემპერატურა 19° გრადუსი იქნება.
ისევე როგორც ბორჯომში, ბაკურიანშიც დღე ცვალებადი მოღრუბლულობის
ფონზე ჩაივლის. სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ, ტემპერატურა 13°
გრადუსი იქნება.
ქ. თბილისში 19-20 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა
+34, +36 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 22 ივლისიდან შესაძლოა ხანმოკლე
წვიმა ელჭექით აღინიშნოს, ტემპერატურა კი +28, +30 გრადუსამდე
დაიკლებს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.